კიდევ ერთი აქტივისტი ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა, მერიის თანამშრომლის შვილია
კიდევ ერთი აქტივისტი, ნინი ნაჭყებია, რომელიც პოლიციამ დღევანდელ აქციაზე დააკავა, თბილისის მერიის თანამშრომლის შვილია.
აქტივისტის დაკავების შემდეგ, მამა რუსთაველის გამზირზე მივიდა და მოქალაქეებს დაუპირისპირდა. მისი თქმით, სწორედ მათი გავლენით დგას მისი შვილი აქციაზე.
ცნობისთვის, ამ დროის ინფორმაციით შსს-მ აქციის 23 მონაწილე დააკავა.