აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ - სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა
აქციის მონაწილეების ნაწილმა მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ გადაინაცვლა. გზაში მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
პოლიციამ მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის დაკავების უფლება მისცა, თუმცა მაშინ როდესაც აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროს მიუახლოვდნენ შსს-ს თანამშრომლებმა მათ ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა.
მსვლელობის მონაწილეებს მთელი დღეა ე.წ. დაკავების მანქანები დაყვებიან.