მოწმეებიც ადასტურებენ, რომ რობაქიძის მკვლელობის საქმესთან ოქრუაშვილს შემხებლობა არ ჰქონია - ოქრუაშვილის ადვოკატი

13.10.21 15:41
მოწმეებიც ადასტურებენ, რომ რობაქიძის მკვლელობის საქმესთან ოქრუაშვილს შემხებლობა არ ჰქონია - ოქრუაშვილის ადვოკატი

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის  საქმის განხილვა დაიწყო.  პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა. ჩვენება სასამართლოს საპატრულო პოლიციის თანაშრომელმა მისცა. პროკურორ მიხეილ სადრაძის ინფორმაციით,  მოწმეთა ჩვენებით ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში  ოქრუაშვილის შემხებლობა იკვეთება.

რაც შეეხება უშუალოდ კავშირს ირაკლი ოქრუაშვილთან, ბუნებრივია, რომ მმართველობითი რგოლის გათვალსიწინებით ის პირები, ვისაც შემხებლობა ჰქონდა ირაკლი ოქრუაქშვილთან, ის პირები დააკითხა, ვინც ხელი დაადო, 2 არიან, სასამართლოზე დაიკითხნენ და მათ აღნიშნეს, რომ თანამდებობრივად ურთიერთობა ჰქონდათ ოქრუაშვილთან და მისგან მიიღო დავალება, ასე რომ რგოლი, ჯაჭვი შეიკრა - ამბობს პროკურორი.

დაცვის მხარეის მტკიცებით, მოწმეების ჩვენებაში ნათლად იკვეთება, რომ რობაქიძის მკვლელობის საქმესთან  შემხებლობა ირაკლი ოქრუაშვილს არ ჰქონია.

მოწმემ აღწერა, რა მოხდა იმ ტრაგიკულ ღამეს, დაცვას ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონია, მაგრამ ჩვენ დავუსვით კითხვა მოწმეს, რა იცის მან ამ საქმეში ოქრუაშვილის მონაწილეობის შესახებ, რაზეც მოწმემ პასუხი გაგვცა, რომ არაფერი იცის. არ ვიცი, რომელი მოწმე იგულისხმა ბატონმა პროკურორმა, მაგრამ წინა სხდომაზეც იყო მოწმეთა გამოკითხვა და მათაც ანალოგიური შეკითხვა დავუსვით და პასუხიც ანალოგიური მივიღეთ - აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი, კახა წერეთელი. 

სასამართლომ თაროდან ბუტა რობაქიძის საქმე ჩამოიღო. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.