საქართველოში მიწისძვრა მოხდა

03.09.25 00:54
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფრომაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდასთან, სოფელ სამებაში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 5 კილომეტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 14:17 საათზე დაფიქსირდა.