ქალი, ვინც აქტივისტის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა, კითხვებს არ პასუხობს
"ქართული ოცნების" ექსპერტი, რომელმაც დაკავებული ანუკი ჩრდილელის ჯანმრთელობის შესახებ საჯარო სივრცეში პერსონალური ინფორმაცია გაავრცელა, დღეს პარლამენტში გამოჩნდა. თამთა მეგრელიშვილმა მის მიერ გავრცელებულ უმძიმეს განცხადებაზე განმარტება ვერ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვებს გაექცა.
თქვენთან არ ვთანამშრომლობ, - უთხრა დღეს "პირველებს" მეგრელიშვილმა.
"ოცნების" მხადაჭერების მიერ შვილის დისკრედიტაციის კამპანიაზე არაფერი უთქვამს არც თავად ოთარ ჩრდილელს.
საქმე "ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის შვილს ეხება, რომელიც თვეებია რუსთაველზე დგას და რომელიც პოლიციამ გუშინ რუსთაველზე დააკავა.
ანუკი ჩრდილელის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონდა ინფორმაცია, რისთვის დააკავეს.
ჩემს მისვლამდე ანუკიმ არ იცოდა, რისთვის იყო დაკავებული. მას ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ანუკი ამ ეტაპისთვის ემზადება ბრძოლისთვის. მოხდა მისი შემოწმება და ველოდებით სასამართლოს სხდომის ჩანიშვნას, იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს შსს-ს თუ პოლიციელებმა არ მოიტყუეს პროცესზე, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ხელბორკილი 2 ადამიანს დაადეს. ისინი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა იზოლატორებში არიან მოთავსებული და სასამართლო სხდომების ჩანიშვნას ელოდებიან.
ახალგაზრდებს 2 თვემდე პატიმრობა ან ფულადი სანქცია ელოდებათ.