ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონიდან მოსახლეობს ევაკუაცია განხორციელდა

03.09.25 15:09
ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონიდან მოსახლეობს ევაკუაცია განხორციელდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია — სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია და მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიებზე. მერის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, გეოლოგების დასკვნის შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ოჯახებს ექნებათ არჩევანი - დასახლდნენ ახალ უბანში ან მიიღონ კომპენსაცია.

მერიაში აცხადებენ, რომ ყველა ოჯახი მიიღებს მათთვის სასურველ მხარდაჭერას და საბოლოო გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.