ანუკა ჩრდილელის შესახებ გავრცელებულ ცნობები პროტესტის გაშავების მცდელობაა - აქტივისტები
"ოცნების" დეპუტატის შვილი, ანუკი ჩრდილელის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას მენტალური პრობლემები აქვს, მისი მეგობრები აქციის მონაწილეების გაშავების კამპანიად აფასებენ. მათი თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტიც, რომ დაკავებული ანუკა ჩრდილელის მამა, "ოცნების" მაჟორირატორის კანდიდატი, ამ დრომდე დუმს და შვილის დასაცავად ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია,
ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ მამა კი არ ამბობს ამას ყველაფერს ტავისი პირით, შალვა რამიშვილის და ვასიკო ოდიშვილის მესიჯბოქსებით ატრიალებინებს ტროლ-ბოტებს. მინდა, აღვნიშნო, რომ უშუალოდ ანუკას დაკავებას ვინც შეესწრო, ყველამ თქვა, რომ "აი, ეს არისო", მონიშნული ჰყავდათ, იმიტომ, რომ არაფერს აფჭებდა ანუკა. ეს კამპანიური ხასიათი არის სრულიად პროტესტის გაშავების მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ დაანახონ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ ჩვენ ვართ არაადეკვატური, უსამშობლო ადამიანები, - ამბობს აქტივისტი.
აქივისტები ამბობბენ, რომ მას შემდეგ, რაც ანუკა საპატიმროს დატოვებს, სიმართლეს თავად გაამჟღავნებს.
ეს არის აქციის მონაწილეებზე კიდევ ერთი ზემოქმედება, ანუ შავი კამპანიის მცდელობა, რაც არის დაჭერებები, დაკავებები, ჩვენ გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა წამოიწყეს რაღაც ახალი საქმე, რო ვითომ ცდილობენ, გააშავონ ჩვენი აქციის მონაწილეები. არ იცის ანუკა ჩრდილელმა გარეთ რა ხდება, რადგან ის არის დაკავებული და რომ გამოვა, თვითონ ისაუბრებს ამ ყველაფერზე და ყველა გაიგებს რა არის სიმართლე, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ ის, რაც ჩრდილელთან მიმართებით მოხდა, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონს დარღვევაა და ამაზე კონკრეტული პირები აუცილებლად პასუხს აგებენ.
"ქართული ოცნების" ამორალურმა მხარდამჭერებმა ააგორეს ისეთივე ამორალური კამპანია, როგორებიც არიან თავად. და ეს კამპანია, ცალსახად არღვევს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონს და ამ დანაშაულისთვის ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს, როდესაც "ქართული ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლება ჩამოშორდება ქვეყნის მართვის სადავეებს, - ამბობს კიდევ ერთი აქტივისტი.
შვილის ძალადობრივ დაკავებაზე და გაშავების კამპანიაზე "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ისევ დუმს. ოთარ ჩრდილელი ფაქტს არც სოციალრ ქსელში გამოხმაურებია და არც განცხადება არ გაუკეთებია.
პარალელურად, "ქართული ოცნების" ექსპერტმა დაკავებული ანუკი ჩრდილელის ჯანმრთელობის შესახებ საჯარო სივრცეში პერსონალური ინფორმაცია გაავრცელა.