კვირიკაძე: სინდისის 11 პატიმრის დატოვება ციხეში მოსამართლემ ვერ დაასაბუთა
მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ამბობს, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშილისგან სინდისის 11 პატიმრის მიმართ გამოცხადებული განაჩენი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მისი თქმით, ილუზია იყო, რომ გალუსტაშვილი დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას.
ხელოვანმა ასევე აღნიშნა, რომ რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რადგან საქმე მნიშვნელოვანია როგორც პატიმრებისთვის, ისე ქვეყნის გადარჩენისთვის.
მოლოდინი იმის, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას, ილუზია იყო და ამის არც არავის დიდად არ დაგვიჯერებია და გამართლდა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინები, თუმცა, რა თქმა უნდა, დასაბუთება ვერ მოახერხა იმის, რატომ დატოვა პატიმრობაში. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, მთავარია გავაკეთოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ, გადავდოთ ჩვენი დღიური წესრიგი და დავუთმოთ ამას, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, პატიმრებისთვის და ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს, ვხედავთ შიგნით რა მდგომარეობაში არიან ისინი. არავინ დაიჯეროს, რომ ახლა ამ თვითმარქვია ხელსუფლებაში ვინმე არის კარგად, - ამბობს ირაკლი კვირიკაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ყველა მათგანი 2 წლით ციხეში გაუშვა.