გალუსტაშვილმა წნეხს ვერ გაუძლო, ჩვენ გავუძლებთ და არ შევეგუებით! - ნია გუგავა

03.09.25 17:17
გალუსტაშვილმა წნეხს ვერ გაუძლო, ჩვენ გავუძლებთ და არ შევეგუებით! - ნია გუგავა

მოსამართლე გალუსტაშვილმა წნეს ვერ გაუძლო, ჩვენ გავუძლებთ და არ შევეგუებით!, - ამის შესახებ მსახიობმა ნია გუგავამ სინდისის 11 პატიმრის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ბიჭების შეშინება არ გამოვა, რადგან ეს საქართველოა და არა რუსეთი. 

მოსამართლე გალუსტაშვილმა წნეხს ვერ  გაუძლო. მე იმას ვიტყვი, რომ ჩვენ გავუძლებთ და არ შევეგუებით. ძალიან კარგი წარწერა ეჭირა ერთ-ერთ ბაბუს იქ, რომ "ამ ბიჭებს თქვენ ვერ შეაშინებთ, ეს საქართველოა და არა რუსეთი" და მეც ეს სათქმელი მაქვს, - ამბობს ნია გუგავა. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ყველა მათგანი 2 წლით ციხეში გაუშვა.