როცა უდანაშაულო ადამიანს რაცხავ დამნაშავედ, მანდ იწყება შენი დასასრული - თორნიკე ბზიავა
როცა უდანაშაულო ადამიანს რაცხავ დამნაშავედ, მანდ იწყება შენი დასასრული, - ასე აფასებს რეჟისორი და მსახიობი თორნიკე ბზიავა სინდისის 11 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. ხელოვანის თქმით, მოსამართლეების ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება, რაღაც დროის შემდეგ, მათსავე საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
ზუსტად ისე, როგორც სასამართლოს წესია, რომ ნებისმიერი რაღაც, რასაც იტყვი, შენს წინააღმდეგ იმოქმედებს, ზუსტად ისევე ნებისმიერი საქციელი, რასაც ესენი აკეთებენ, წლების და უკვე თვეების მანძილზე მათ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. როცა უდანაშაულო ადამიანს რაცხავ დამნაშავედ, მანდ იწყება შენი დასასრული, - ამბობს თორნიკე ბზიავა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ყველა მათგანი 2 წლით ციხეში გაუშვა.