"ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა" - ნიკოლოზ ჯავახიშვილს კობახიძესთან შეხვედრა სურს

03.09.25 21:31
"ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა" - ნიკოლოზ ჯავახიშვილს კობახიძესთან შეხვედრა სურს

"მშვიდობიანი დროშების რევოლუცია და რუსული რეჟიმის დამხობა გარდაუვალია" - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა. 

ნიკოლოზ ჯავახიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვისაც მასთან შეხვედრა სურდა შეხვდებოდა, ახლა კი სინდისის პატიმარი "ქართული ოცნების" პრემიერთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს - "ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა". 

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, სანამ ქართელი ხალხი და ქვეყანა არ გაიმარჯვებს. 

მშვიდობიანი დროშების რევოლუცია და რუსული რეჟიმის დამხობა გარდაუვალია, არ შეეგუოთ უსამართლობას! არანაირი ორი წელი აქ არ ვიჯდები, ვიცი, მეტი წინააღმდეგობა რეჟიმთან (არ ისმის) და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება, დღისითაც და ღამითაც მარშები, ჩვენი ხმა ყველგან უნდა ისმოდეს. 

მე მგონი, ყველა ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ბიძინას პრემიერი ირაკლი კობახიძე აღარც ერიდება საჯაროდ სასამართლოზე ზეწოლას განცხადებების სახით. მან თქვა ასეთი რამ, ვისაც შეხვედრა უნდა, შევხდები კონკრეტულ საკითხებზეო და აქედან გამომდინარე, მე მსურს მასთან შეხვედრა კონკრეტულ საკითხებზე, სადაც უნდა და როგორც უნდა. ჩემი საკნის კარი ირაკლისთვის სულ ღიაა. 

ვერ გამაჩუმებთ ვერც თქვენი ორ წლიანი სასჯელით და ვერც ციხით. თავისუფლები რეჟიმის ტყვეებს, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, დიდება საქართველოს!

3 სექტემბერი, 2025 წელი, სიყვარულით თქვენი თანამებრძოლი, რეჟიმის ტყვე ნიკოლოზ ჯავახიშვილი, და ბოლოს, ვინც ქალზე და მანდილოსანზე ხელს აწევს, ყველა არაკაცია, ფურთხის ღირსადაც არ ვარგია. 

მადლობა ყურადღებისთვის!" - განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, გუშნ, ნიკოლოზ ჯავახიშვილი დამნაშავედ ცნო და 2 წლით პატიმრობაში გაუშვა.