ყველა ციხეში ორი წლით - 11 გამამტყუნებელი განაჩენი სინდისის 11 პატიმრისთვის

03.09.25 21:20
ყველა ციხეში ორი წლით -  11 გამამტყუნებელი განაჩენი სინდისის 11 პატიმრისთვის

სასამართლოს შენობის იგივე დარბაზში, იგივე ვერდიქტი თამარ მჭედლიშვილის შემდეგ დღეს ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა და სინდისის 11 პატიმარი ციხეში 2 წლით გაუშვა.

გაყალბებული ოქმები, მოწმე პოლიცილების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, არაპირდაპირი მოწმეები - სახეზეა 9-თვიანი სასამართლო განხილვა და არც ერთი დადასტურება, რომ 11 პირს, ვინც დღეს ციხეში გაუშვეს ერთმანეთთან აქციების დროს კავშირი ჰქონდათ. ამ ყველაფრის მიუხედავად,  მოსამართლე გალუსტაშვილმა თავისუფლებისთვის მებრძოლებს სასჯელი მაინც ჯგუფური მოქმედების მუხლით დააკისრა.

ციხე თავისუფლებისთვის მებრძოლებს და უვადო განაჩენი საკუთარ თავს - ეს რეაქცია მოყვა დარბაზში მოსამართლის ვერდიქტს. 

"იბრძოლეთ ბოლომდე" - ვერდიქტამდე სინდისის პატიმრებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. ახალგაზრდები, რომლებიც "ოცნებამ" ციხეში  გამოგონილი ბრალდებით გამოკეტა გალუსტაშვილს მიმართავდნენ და ამბობდნენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უდნა მიეღო, მათზე გავლენას მაინც ვერ მოახდენდა.

დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში