ღირსების შელახვა და დამცირება იზოლატორებში - დაკავებული ქალები შესახლებისას ისევ გააშიშვლეს
აქტივისტები დაკავების შემდეგ, იზოლატორებში დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ. 20-ზე მეტი ადამიანი ნაცემია, მათ ტანსაცმელი აქვთ შემოხეული. ძალადობის კვალი ყველას შეურაღებელი თვალითაც ეტყობა და ეს, დღეს, სახალხო დამცველმაც დაადასტურა.
იზოლატორებში შესახლებეის შემდეგ ქალი აქტივისტბი გააშიშველს და ისე გაჩხრიკეს. ამის შესახებ დაკავებულებმა მათ ადვოკატებს უთხრეს. დაპირების მიუხედავად "ქართლი ოცნება" იზლატორებში დამამცირებელ პრაქტიკაზე უარს მაინც არ ამბობს.
რუსთაველის გამზირზე დაკავებული 23 აქტივისტიდან უმრავლესობა ქალია. ვიდეოკადრებში ცხადად ჩანს, რომ არცერთი მათგანი კანონს არ არღვევს და პოლიცია მიზეზგარეშე აკავებს. ახლა საინტერესოა რას იზამს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაიბარებს თუ არა მოწმის სახით დასაკითხად იმ მაღალჩინოსნებს, ვინც უყურებდა როგორ ძალადობდნენ პოლიციელები აქტივისტებზე.