აქცია მელიქიშვილზე და საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, რადგან სასტუმრო საქართველოში კახა კალაძის შტაბი იხსნება.
სასტუმრო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას უზღუდავს.
მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე აქცია ჯერ კიდევ გუშინ დააანონსეს.