მსვლელობით ფილარმონიასთან მისული მოქალაქეები პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე არ გაატარა

03.09.25 21:09
მსვლელობით ფილარმონიასთან მისული მოქალაქეები პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე არ გაატარა

მელიქიშვილის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას უზღუდავს. მსვლელობით ფილარმონიასთან მისული მოქალაქეები პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე არ გაატარა. 

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნის მხრიდან კრუგი დაარტყეს და მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო საქართველოსთან მივიდნენ, სადაც კახა კალაძის შტაბი იხსნება. 

მოქალაქეები სკანდირებენ: "რუსებო, რუსებო", "მონებო, მონებო". ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. 

მოქალაქეების განცხადებით, ისინი ცოტა ხანში მსვლელობას გააგრძელებენ.