აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
მანამდე მოქალაქეებს კახა კალაძის შტაბიდან გამოსული, "ქართული ოცნების" გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე აქცია მოქალაქეებმა გუშინ დააანონსეს. დღეს კი სასტუმრო საქართველოში კახა კალაძის შტაბის გახსნა მოეწყო.
რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიასთან მსვლელობით მისულ მოქალაქეებს პოლიცია მელიქიშვილზე არ უშვებდა. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.