ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 280-ე დღე ჯანო არჩაის და ლუკა ჯაბუას მიეძღვნა
"პროტესტის ხმა რეჟიმს მათი ქალაქიდან" - ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 280-ე დღე ჯანო არჩაის და ლუკა ჯაბუას მიეძღვნა.
აქცია სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან დაიწყო, რის შემდეგაც მოქალაქეებმა მსვლელობით ქალაქის ქუჩები შემოიარეს.
აქციაზე შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ ჯვებე ნაჭყებიასა და ნინო გალუსტაშვილის მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო მიღებული, რომლებიც მოსამართლეებმა უბრალოდ გაახმოვანეს.