ბექა ოდიშარიამ აქციის მონაწილეები აგინა
მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო საქართველოდან გამოსულმა "ქართული ოცნების" წევრმა, ბექა ოდიშარიამ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბექა ოდიშარიას მოქალაქეებთან დაპირისპირებამდე, აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, წყალი შეასხეს და კვერცხი ესროლეს.
შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე აქცია მოქალაქეებმა გუშინ დააანონსეს. დღეს კი სასტუმრო საქართველოში კახა კალაძის შტაბის გახსნა მოეწყო.
რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიასთან მსვლელობით მისულ მოქალაქეებს პოლიცია მელიქიშვილზე არ უშვებდა. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.