სინდისის პატიმრების მოთხოვნა - ნიკა კაცია და გიორგი ახობაძე ცრუ მოწმე პოლიციელების დასჯას ითხოვენ

04.09.25 12:20
სინდისის პატიმრების მოთხოვნა -  ნიკა კაცია და გიორგი ახობაძე ცრუ მოწმე პოლიციელების დასჯას ითხოვენ

უდანაშაულოდ გამოცხადებული ნიკა კაცია ახალ ბრძოლას აანონსებს. ჟურნალისტი, რომელიც გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ამბობს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის ძალოვანი, რომელიც მის საქმეში ფიგურირებდა. საუბარია პოლიციელებზე, რომლებმაც ის დააკავეს, ნარკოტიკი მიამაგრეს მის საქმეზე და ასევე იმ მოწმე სამართალდამცველებზე, რომლებიც ჩვენებას მის წინააღმდეგ აძლევდნენ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას პრეცედენტი, რომ ძალოვნები დაუსჯელები დარჩნენ. 

ჩემი სურვილია, ყველა ის, ანუ პოლიციელების უფლებამოსილების გადაცდომა იქნება, იქ რაღაც შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება იყო თუ წამებასთან გათანაბრებული. ანუ ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რომელიც კანონის ჩარჩოში ჯდება, მე მოვითხოვ, არალეგიტიმური ხელისუფლება იქნება თუ ოდესღაც სხვაგან იმუშავენებ თუ გადანიაცვლებენ, მოვითხოვ, პასუხს. ეს პასუხი გულისხმობს იმას, რომ კომპენსაცია იქნება ეს, დასჯა იქნება იმ ადამიანების მხილება იქნება, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ და იყვნენ ბევრნი თუ აბრალებდნენ სხვას, მათ შორის ერთ-ერთ პოლიციელს დააბრალეს, რომ მან ხელის მოქნევით ამოიღო ჩემი ჯიბიდან ნარკოტიკი, რომელიც, უბრალოდ, თვალით არ მინახავს. გიორგი როსობიძე, ერთ-ერთი ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თუ როგორც ჰქვია, მოკლედ, რისი საშუალებაც მექნება, მე ვარ თანახმა კი არა, მოტივირებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ უკანონობაში ჩაერთო, მიიღოს ის, ოღონდ სამართლებრივად და არა წივილ-კივილით, რაც ეკუთვნის, - ამბობს კაცია.  

კაციას მსგავსად გიორგი ახობაძესაც იდენტიფიცრებული ჰყავს ყველა ის ძალოვანი, ვინც მის სისხლის სამარლის საქმეში ფიგურირებდა, თუმცა ყოფილი სინდისის პატიმარი სამართალდამრღვევ პოლიციელებს ერთ შანსს აძლევს. ამბობს, რომ ახლა „ოცნება“ მთლიანად ძალოვნებზე დგას, ამიტომ მიაჩნია, რომ მნიშნელოვანია, გაიაზრონ რიგითმა პოლიციელებმა და გამომძიებლებმა, რომ ისტორიის არასწორ მხარეს დგანან. 

ახობაძე მზად არის, არ შეიტანოს საჩივარი ამ პოლიციელების წინააღმდეგ, თუ ისინი ისტორიის სწორ მხარეს გადმოვლენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად, ეს რეჟიმი დგას ამ რიგით პოლიციელებზე, ამიტომ მე ჩემი სამართლის პოვნას მირჩევნია, რომ რაღაცნაირად, ამ ადამიანებთან სალაპარაკო სივრცე მქონდეს, შორიდან სულ ველაპარაკები, ეთერებიდან, რომ იქნებ მოვიდნენ ჭკუაზე, გაერთიანდნენ, ერთმანეთის ნდობა აღიდგინონ და თავიანთ კრიმინალ უფროსებს, უბრალოდ, მოუტრიალდნენ და ბორკილები დაადონ და დადგნენ ხალხის გვერდში. ეს მირჩევნია და საერთოდ არასდროს, ცხოვრებაში მათთან პრეტენზია არ მექნება, არც პროკურორთან და არც პოლიციელთან, - ამბობს ახობაძე.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი სინდისის პატიმარი  - გიორგი ახობაძე, თედო აბრამოვი და ნიკა კაცია, სასამართლომ უდანაშაულოდ გამოაცხადა.