"ეს ბრაზი წაგლეკავთ!" - აქტივისტების პასუხი "ქართულ ოცნებას"
სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძის, განცხადებას პასუხობენ, რომელმაც ისინი „სახე დაკარგულ ორკებად“ მოიხსენია.
აქტივისტები დეტალურად ყვებიან, რა მოხდა გუშინ მელიქიშვილის გამზირზე. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ პოლიციას სპეციალური დავალება ჰქონდა მიღებული – ხელოვნური პროვოკაციებით რაც შეიძლება მეტი პირი დაეკავებინა, რათა მეორე დღეს პროტესტში მონაწილეთა რაოდენობა შემცირებულიყო.
მონაწილეები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ გუშინ პოლიციელთა აგრესია ყველაზე მეტად ქალი აქტივისტებისკენ იყო მიმართული.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ უამრავი მძიმე პროვოკაცია განსაკუთრებით ქალი აქტივისტების მიმართ. "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული ჯგუფები აფურთხებდნენ მათ, ხოლო პოლიცია იმის მაგივრად, რომ შეესრულებინათ მინიმალური მოთხოვნები კანონის, იქით ხელს გვიშლიდა.
სავსებით ნათელია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი ხალხის დასაშინებლად არსებობს, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს: როცა შენ ფიქრობ, რომ მე შემიძლია ყველაფერი და შენ - არაფერი, მე შენ გიწოდებ "უსამშობლოს", მე კი ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდა, ბოლოს და ბოლოს ხალხი ამაზე ერთ დღეს გაბრზადება. მოვა ის დღეც, როცა ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ამ აქციებით, ხალხს ძალიან დიდი ბრაზი მოაწვება და ეს ბრაზი "ქართულ ოცნებას" წალეკავს, - ამბობს აქტივისტი.
კიდევ ერთი ახალგაზრდა ამბობს, რომ "ოცნებას" თავად აქვს "სახე დაკარგული". მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის მსგავსი ქმედებები დიდხანს ვერ გაგრძელდება.
სახე დაკარგული, ერთადერთი, "ქართულ ოცნებას" აქვს და იმდენად აქვს სახე დაკარული და იმდენად მორალურ ფსკერზეა ჩასული, რომ დიდხანს ესენი ვერ გაძლებენ. ამ ქვეყანაში ასეთი უწესობა და ასეთი უწესრიგობა არ იქნება მოწონებული და არ იქნება დიდხანს გაგრძელებული.
მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაცვლად სისხლის დააკვალიფიცირეს და ციხეში ზის ამდენი ხანი და საპირისპიროდ ისინი ყველაფერს აკეთებენ და არავინ დასჯილა, - ამბობს აქტივისტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის ირაკლი კობახიძემ, საჯარო გამოსვლებში ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიეს. კობახიძემ მათ „ნაცები“, „ორკები“ და „სახე დაკარგული ტიტუშკები“ უწოდა.