სენატორი შაჰინი: საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ბელარუსისა და ტიბეტის მსგავსი საფრთხე ემუქრება
აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება საფრთხის ქვეშაა და დაცვას საჭიროებს.
გავლენიანმა სენატორმა საქართველოს საკითხზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას იგივე საფრთხე ემუქრება, რაც ბელარუსსა და ტიბეტში.
შაჰინმა კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რა გეგმები არსებობს იმისთვის, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ჩრდილში არ მოექცეს.
თქვენი ბიურო დიდი ხანია, რაც დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ავანგარდშია ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბელარუსი, საქართველო, ვენესუელა და ტიბეტი. სამწუხაროდ, ამ ადმინისტრაციამ შეწყვიტა პროგრამების უმეტესობა და დახმარების კიდევ უფრო შემცირრბას განიხილავს. მათ გააუქმეს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიშები, რომლებიც მიზნად ისახავდა დემოკრატიული უკუქცევისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ქვეყნებზე დეტალური დოკყმენტის მომზადებას და კრიტიკას. თუ დამტკიცდებით, მაინტერესებს, როგორ შეასრულებთ თქვენს მისიას და რა მხარდაჭერას უნდა ელოდონ ადამიანის უფლებათა დამცველები ამ ქვეყნებში, სადაც ისინი ახლა თავდასხმის ქვეშ არიან, - განაცხადა შაჰინმა.