კიკეთში მეწყრული პროცესები აქტიურდება - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ
თბილისთან ახლოს, კიკეთში, ადგილობრივები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უკვე რამდენიმე წელია მიწა სკდება და ნაპრალები კიდევ უფრო ღრმავდება.
მოსახლეობის თქმით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ზონა დასახლებული პუნქტის მახლობლადაც არის, თუმცა ადგილზე არც გამაფრთხილებელი ნიშნებია და არც პრევენციული ზომები გატარებულა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კიკეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დედაქალაქის მერიას ინფორმაცია აქვს, თუმცა არ რეაგირებს.
დაკმაოდ დიდ ნაპრალია და კაი დიდ მანძილზე მიდის. შარშანაც და შარშანწინაც აჩვენებდნენ, რომ იქ ნაპრალი იყო, - ამბობს ადგილობრივი.
კიკეთის მოსახლეობის პრობლემებს დღეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები გაეცნენ.
ორი თვის განმავლობაში ძალიან შეცვლილია სიტუაცია. სწორედ მოსახლეობის უსაფრთხოება და დაცულობა მოითხოვს იმას, რომ დღეს აქ, ამ ნაპრალთან, რომელსაც ნაპრალსაც ვეღარ დავარქმევ, ისეთი მასშტაბის და სიღმისაა, დამეწყრილია ტერიტორია. აქ უნდა მუშაობდნენ შესაბამისი დარგის სამასხურები, აქ უნდა იყვნენ ახლა მერიის სამსახურები, ეს ტერიტორია მთლიანად უნდა იყოს შემოსაზღვრული და უნდა მუშაობდნენ სპეციალისტები კომპლექსურად, - ამბობს ლანა გალდავა.
ის, რომ ტერიტორია მოსახლეობისთვის უსაფრთხო არ არის, გეოლოგებიც ადასტურებენ. ისინი შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშავონ პრევენციული ზომები.