ადამიანები, ვინც სინდისის უკვე ყოფილ პატიმრებს მრავალწლიანი ციხისთვის წირავდნენ, ისევ თავისუფლებაზე არიან

04.09.25 21:45
ადამიანები, ვინც სინდისის უკვე ყოფილ პატიმრებს მრავალწლიანი ციხისთვის წირავდნენ, ისევ თავისუფლებაზე არიან

9-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია, იმ ძალოვნების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს,  ვინც მას ნარკო ტიკები ჩაუდო. კაციას იდენტიფიცირებული ჰყავს ყველა პოლიციელი, რომელიც მის დაკავებაში მონაწილებდა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. 

 აცია, ახობაძე და აბრამოვი - არსებობს უკვე სასამართლოს სამი გადაწყვეტილება, რომელითაც დადასტურდა, რ ომ აქციების მონაწილეები, ვისაც ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ, გამართლდნენ. ახლა ყველა იმ პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, ვინც მათ უკანონო დაკავებაში და საქმის შეკერვაში მონაწილეობდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიორგი ახობაძეს მისი საქმის ფიგურანტებთან შეთავაზება აქვს. 

ბო ლო ერთ წლის განმავლობაში არა ერთი მოქალაქე გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, თუმცა არცერთ საქმე არ არის გამოძიებული. საბა სხვიტარიძის წამებაში მონაწილეები თანამდებობაზე რჩებიან.   

რატომ არიან ხელშეუხებელი კანონდამრღვევი პოლიციელები ეს კითხვა დღეს "პირველებმა" "ქართული ოცნების" წევრებს დავუსვით.

დეტალები ნ ახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში