2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულ სამ პირს 5 000-5 000 ლარიანი სახდელი დაეკისრათ

04.09.25 18:47
2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულ სამ პირს 5 000-5 000 ლარიანი სახდელი დაეკისრათ

2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულ თამარ ლორთქიფანიძე, დავით გუნაშვილი და ნიკა კორძაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-5 000 ლარიანი სახდელი დააკისრა. 

რამდენიმე აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო:

  • ანუკი ჩრდილელის პროცესი 10 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება;
  • თათია აფრიამაშვილის პროცესი 8 სექტემბერს, 12:00 საათზე;
  • ალბი კორძაიას პროცესი 5 სექტემბერს, 11:00 საათზე;
  • ბექა პაპაშვილის კი 11 სექტემბერს, 12:00 საათზე. 

ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.