ფულის გამოძალვა და ჯგუფური თავდასხმა ავტობუსის მძღოლზე - "პირველებმა" ახალი დეტალები დაადგინა
მუნიციპალური ავტობუსის მძღოლზე ჯგუფური თავდასხმის ამსახველი ვიდეო მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ვიდეომასალაში ჩანს როგორ უსწორდება 3 კაცი საჭესთან მჯდომ შუა ხნის მძღოლს. თავდასხმა ჩასაფრებით, დღის 15:00 საათზე ვარკეთილში ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა.
ჯგუფურ ანგარიშსწორებას ავტობუსში მჯდომი 40-მდე მგზავრი შეესწრო - თავდამსხმელების განეიტრალება არავის უცდია. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს შუა ხნის მძღოლი 3 კაცის მოგერიებას.
მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ადგილობრივები არიან. ერთ-ერთი ვერსიით ვარკეთილის დაჯგუფების წევრებმა მძღოლს ანაგრიშისწორებისთვის სამჯერ მიაკითხეს.
თავდასხმის ფაქტი სამგზავრო ავტობუსში დამონტაჟებულმა კამერებმა ასახა. ჯგუფურ ანგარიშსწორებაში მონაწილე ყველა კაცის იდენტიფიცირება მალევე მოხდა. ინციდენტის შესწავლის მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის გენინსპექციის თანამშრომლებიც. N310 ავტობუსის მძღოლები გვეუბნებიან, რომ კოლეგის ცემაში მხილებული პირები განყოფილებაში გამოსაკითხად გადაიყვანეს.