The Guardian: საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბრიტანელი მოზარდი შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს

04.09.25 19:36
The Guardian: საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბრიტანელი მოზარდი შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს

საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბრიტანელი მოზარდი შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. 

ორსული ბელა კალისი საქართველოში ნარკოტიკების კონტრაბანდის, 14 კილოგრამი "მარიხუანას" შემოტანის ბრალდებით დააკავეს. 

ბრიტანელი მოზარდი მაისში, ტაილანდში დასვენების დროს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის პოლიციამ თბილისში დააკავა. ბელა კალისი 19 წლის ციხეში გახდა, ივლისში კი სასამართლოში გამოცხადების დროს გაირკვა, რომ ორსულად იყო. მისმა ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ, პროცესამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს განუცხადა: "მინდა, რომ მან ეს დედობა თავისუფლებაში იგრძნოს". თუმცა, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ახალი მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი და მისი პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა.

გამოცემა BBC-ის ცნობით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს განუცხადეს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეები საპროცესო შეთანხმების პირობებზე მუშაობდნენ, რომლის შედეგადაც ბრიტანელი ქალი "მრავალ ნულიანი" გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებოდა. 

BBC-ის ინფორმაციით, პროკურორმა განაცხადა, რომ კალის გაქცევის რისკი არსებობდა და შესაძლოა, გირაოს შემთხვევაში დანაშაული ხელახლა ჩედინა. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ის პატიმრობაში 9 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომამდე უნდა დარჩეს, თუ შეთანხმებას უფრო ადრე არ მიაღწევენ.