დაძაბულობა სასამართლოში - მანდატურებმა მოქალაქეები ეზოში გაყარეს

04.09.25 20:34
დაძაბულობა სასამართლოში - მანდატურებმა მოქალაქეები ეზოში გაყარეს

დაძაბულობა სასამართლოში - მანდატურებმა მოქალაქეები ეზოში გაყარეს. 

ცნობითსვი, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლუკა დევდარიანი, თამარ ლორთქიფანიძე, დავით გუნაშვილი და ნიკა კორძაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-5 000 ლარიანი სახდელი დააკისრა. 

რამდენიმე აქტივისტის პროცესი მომდევნო დღეებისთვის გადაიდო:

  • ანუკი ჩრდილელის პროცესი 10 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება;
  • თათია აფრიამაშვილის პროცესი 8 სექტემბერს, 12:00 საათზე;
  • ალბი კორძაიას პროცესი 5 სექტემბერს, 11:00 საათზე;
  • ბექა პაპაშვილის კი 11 სექტემბერს, 12:00 საათზე;
  • გადაიდო თიკა პატარაიას სასამართლო პროცესიც.
  • გადაიდო დათა ქაშიაშვილის პროცესიც