გიორგი მშვენიერაძის გამოკითხვა დასრულდა - რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს
მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ე.წ. პირბადეების საქმეზე, არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის მცველების" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე დაიკითხა.
მისი განცხადებით, პროკურორებისა და სახელმწიფო ბრალდების ერთ-ერთი მთავარი კითხვა 2024 წლის საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა, მათ აინტერესებდათ ვინ იყო აქციების ორგანიზატორი. გიორგი მშვენიერაძის თქმით, მან პროტესტის ორგანიზატორად ირაკლი კობახიძე დაასახელა, რადგან სწორედ მისმა 28 ნოემბრის განცხადებამ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, მოაბილიზა საქართველოს მოქალაქეები და გამოიყვანა ქუჩაში.
მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის დროს გიორგი მშვენიერაძეს კითხვები დაუსვეს მის Facebook პოსტებთან დაკავშირებითაც.
პროკურატურის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, არ ჰქონდათ კარგად წაკითხული ორგანიზაციის წესდება, ან აინტერესებდათ მე რამდენად კარგად ვიცნობდი ორგანიზაციის წესდებას, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ვარ და ვფიქრობ ეს გამოცდა კარგად ჩავაბარე.
მეორე საკითხი ეს არის, რომ მათ ჰქონდათ შეკითხვები, დაკავშირებული ჩემს ზოგიერთ Facebook პოსტთან დაკავშირებით, ამაყი ვარ რომ ეს პოსტები მიწერია და მომავალშიც, მსგავს პოსტს ალბათ ბევრს დავწერ კიდევ Facebook-ზე.
იყო საკითხი დასმული ვინ იყო ორგანიზატორი 2024 წლის პროტესტისო. მე დავუსახელე ორგანიზატორი, ეს არის ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი განცხადებით, 28 ნოემბერს, ფაქტობრივად მთელი საქართველოს მობილიზება გააკეთა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა უზრუნველყო, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. იმედია ბატონ ირაკლის კითხავენ რატომ გააკეთა მან ეს," - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და "საბოტაჟის საქმის" ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ აქციებზე ძალადობა მათი სახსრებით ფინანსდებოდა.