უმძიმესი ავარია წალენჯიხაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

13.10.21 20:59
უმძიმესი ავარია წალენჯიხაში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.  თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი პირი გარდაიცვალა,  მოტოციკლის მძღოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები