სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა 21-ე დღეა შიმშილობს - რას ამბობს ადვოკატი
სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა უკვე 21 დღეა, უკიდურეს პროტესტს აგრძელებს. საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდა აცხადებს, რომ საკვების მიღებაზე უარს იტყვის მანამ, სანამ მის საქმეზე ობიექტური გამოძიება არ ჩატარდება.
სამოქალაქო აქტივისტი ითხოვს, რომ გამოძიებამ წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით მაინც დაადასტურებს მის ბრალეულობას.
აქტივისტი ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
თორნიკე, პირველ რიგში, მიიჩნევს,რ ომ ის გახლავთ უკანონო პატიმარი. რაშიც, ბუნებრივია, უფლებადამცველებიც ვეთანხმებით, რომ არ არსებობდა ისევე როგორც ფორმალური,ა სევე მატერიალური საფუძველი იმის, რომ თორნიკე დღეს იყოს პატიმრობაში. სამწუხაროდ, მისი დამოკიდებულების გამოსახატად, თორნიკემ აირჩია უკიდურესი ფორმა პროტესტის - შიმშილობა. დღეს უკვე ოფიციალურად გახლავთ 20 დღე, რაც ის შიმშილობს, რაც აისახა უკვე მის ჯანმრთელობაზე და პერიოდულად, ჩვენდასამწუხაროდ, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მდგომარეობა უფრო და უფრო გართულდება. თორნიკეს მოთხოვნა, ერთ-ერთი, იყოს ის, რომ ჩატარებულიყო ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, ვინაიდან საქმეში არსებობდა მელი რიგი მტკიცებულებები, რომელიც მათ შორის, ჩვენთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბექა გოცირიძე გახლავთ არა დაზარალებული, არამედ თავდამსხმელი და პროვოკატორი ჩადენილი ქმედების. პლიუს ამას, ჩვენი მოთხოვნიდან ერთ-ერთი მთავარი გახლდათ ის, რომ დანა, რომლითაც შეიარაღებული იყო ბექა გოცირიძე, ყოფილიყო ამოღებული საგამოძებო უწყების მიერ საქმეზე დართვის მიზნით, - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერზე, ყოფილ ფეხბურთზელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება.
საქმე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც აქტივისტები ყვებიან, ბექა გოცირიძე მომიტინგეებთან შევარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მას ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მაშინ პოლიციამ გოცირიძე მხოლოდ ტერიტორიას განარიდა.
აღსანიშნავია, რუსთველზე მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ბექა გოცირიძემ "ტიკ ტოკის" აუდიტორიას უთხრა, რომ ჩხუბში მოყვა, მაგრამ ევროპული მომავლის მცველებმა მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს.