ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებით ქოცები ხუთი ამოცანის მიღწევას ცდილობენ - გიორგი მელაშვილი
"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყლებით 5 ამოცანის მიღწევას ცდილობს. მისი თქმით, ხელისუფლება ამ ნაბიჯით ერთდროულად ცდილობს ევროპასთან „კეთილი იმიჯის“ შექმნას, საკუთარ ელექტორატში პოზიციების გამყარებას, ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების გაღრმავებას და „ლელოს“ დისკრედიტაციას არჩევნების წინ.
მელაშვილის თქმით, ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის მიმართვის გარეშე შეწყალების პრეცედენტის დამკვიდრება, რაც მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილებებს „მეფე იღებს და სასამართლო პროცესს რეალური მნიშვნელობა არ აქვს“.
ქოცებს, ისევე როგორც მათ რუს კონსულტანტებს, ახასიათებთ უკიდეგანო, სინაგლემდე მისული ოპორტუნიზმი:
ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ საკუთარი თავის სასარგებლოდ.
ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყლებითაც ხუთი ამოცანის მიღწევას ცდილობენ:1.) ევროპელებთან იტყვიან, აი, როგორი კეთილები ვართ, შეგვხედეთ - რატო გვეძახით ავტორიტარებს?!
2.) საკუთარ ვეგეტარიანულ ელექტორატთან - იგივე - აი, ხომ ხედვათ, წინებივით კაციჭამიები კი არ ვართ!
3.) გაუნათლებელი ზებრის (არც არავის ვგულისხმობ :)) იმიჯის ამაღლება;
4.) დაშალე და იბატონე - ოპოზიციური ფლანგის კიდევ უფრო მეტად დაშლა;
5.) ლელოს, და პირადად ხაზარაძე-ჯაფარიძის, და პარტიის დისკრედიტაცია („საკონტროლო გასროლა“ „არჩევნების“ წინ) და რეიტინგის შემცირება.ერთადერთი, რაც აქ საინტერესოა, არის მიმართვის გარეშე შეწყალების დამკვიდრება; ანუ მეფე გადაწყვეტს - მურუსიძე ჩაგსვამს; მეფე გადაწყვეტს - უცებ გამოგიშვებენ. „სამართლებრივი სასამართლო“ და „დიუსელდორფის აკადემიური სამართლებრივი კულტურა“ ხო...
რა იცვლება?
პრინციპში, არც არაფერი.ბრძოლა გრძელდება, სწორხაზოვანი, პრინციპული წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს, - აცხადებს მელაშვილი.
„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.
პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.