ლანჩხუთში საპატრულო პოლიციის ავტომობილი ჭიშკარს დაეცა
ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი გზიდან მოცურდა და ერთ-ერთი მოსახლის ჭიშკარს დაეცა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი საბურავის დაზიანება გახდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.