რეზო კიკნაძე: ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი რატო არ შეიწყალეს?

05.09.25 14:06
რეზო კიკნაძე: ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი რატო არ შეიწყალეს?

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, წერს, რომ გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე უფრო ნერვიულობდა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, ქომაგებს რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები კვლავ არ გაუკეთებიათ, ხოლო ფეხბურთელებს, კობახიძის საარჩევნო კლიპში მონაწილეობისთვის, გულშემატკივრების რეაქცია არ მიუღიათ.

კიკნაძე ხარაზაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერტადერთი სწორი პოზიცია ახლა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. 

არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს. ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს რატო არ უსტვინეს? რატომ უნდა ესტვინათ? - ქოცების საარჩევნო კლიპში რომ მიიღეს მონაწილეობა, აი, მაგიტომ.

ამ კაშიამ, რაც ბიძინას მადლობები უხადა ჩარიცხული ფულის გამო, იმის მერე სულ დაივიწყა თამაში? ოლე ოლა!

P.S. — ლელოს ახლა ერთადერთი შანსი აქვს: ჩასვრილის მოწმენდის - უარი თქვან ამ „არჩევნებად“ წოდებულ სპეცოპერაციაზე და მართლა ლელო დაუდონ ქოცებს. მაგრამ არ იზამენ. ისე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი რატო არ შეიწყალეს? ესენიც ლელოში არიან და კბილებით იცავენ არჩევნებზე გასვლის პოზიციას, - წერს სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.