სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დაკავებული კაცი პატიმრობაში დატოვა

05.09.25 14:13
სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დაკავებული კაცი პატიმრობაში დატოვა

თბილისში, რუთაველის გამზირზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ მიხეილ ლეშკაშელს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

62 წლის კაცის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი  "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუშიამბობს, რომ ლეშკაშელს რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან კავშირი არ აქვს.

მეტიც, უფლებადამცველის თქმით, დაკავებისას კაცი ტახზე სანადიროდ მიდიოდა.

  • ლეშკაშელს, რომელიც შსს-მ 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავა, ბრალი ოფიციალურად 3 სექტემბერს წარედგინა.
  • პროკურატურამ მას ბრალდება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ან შენახვის (236-ეს პირველი ნაწილი) მუხლით წარუდგინა.
  • 3 სექტემბერს შსს გავრცელებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ეს პირი „აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა“.