ქალი აქტივისტები სისტემას დამამცირებელ მოპყრობაში ამხელენ

05.09.25 20:29
ქალი აქტივისტები სისტემას დამამცირებელ მოპყრობაში ამხელენ

თიკა პატარაია ჯერ აქციაზე დგომის გამო დააკავეს, შემდეგ დაკავების ავტომობილში პრაქტიკულად აწამეს და იზოლატორში შესახლებისას გააშიშვლეს, დღეს კი მოსამართლემ დააჯარიმა. როდესაც ამ ფაქტებს იხსენებდა აქტივისტს სასამართლოზე გული წაუვიდა, ამ ყველაფრის მოსმენის და ხილვის შემდეგ მოსამართლე ენუქიძემ 19 წლის სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა - რისთვის არ განუმარტავს.

5 000-ლარიანი ჯარიმა ან 12-დღიანი პატიმრობა. მეორე ქალი აქტივისტი, რომელმაც პოლიცია ძალის გადამეტებაში ამხილა ალბი კორძაიაა, გათვალისწინების ნაცვლად მოსამართლე ენუქიძემ ის 12 დღით ციხეში გამოკეტა. კორძაია სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ ცუდად იყო, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიწამლა და პროცესიდან პირდაპირ კლინიკაში უნდა წასულიყო. მსაჯულმა არც ეს გარემოება გაითვალისწინა. 

სისტემა, დამამცირებელ მოპყრობაში, იზოლატორებიდან სასამართლო პროცესებზე გადაყვანილმა თითქმის ყველა ქალმა აქტივისტმა ამხილა. ახალგაზრდა ქალებს სხეულზე სილურჯეების კვალიც ეტყობათ. 

ფიზიკური ანგარიშსწორების გარდა ირკვევა, რომ დაკავების შემდეგ დემონსტრანტებზე ფსიქოლოგიური ტერორი მიდიოდა. დაკავებულ ბიჭებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ და დასცინოდნენ. ნაწილი სასამართლოებიდან 2 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაუშვეს, ნაწილს გამოცხადება 11 სექტემბრისთვის გადაუდეს. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში