როგორ აღმოჩნდა ციხეში კაცი, რომელიც ტახზე სანადიროდ მიდიოდა - რას ამბობს ადვოკატი და რის დამტკიცებას ცდილობს ბრალდება

05.09.25 20:59
როგორ აღმოჩნდა ციხეში კაცი, რომელიც ტახზე სანადიროდ მიდიოდა - რას ამბობს ადვოკატი და რის დამტკიცებას ცდილობს ბრალდება

ცნობილია, ვინ არის კაცი, რომელიც პოლიციამ რუსთაველის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების დროს დააკავა. ის 62 წლის მიშა ლეშკაშელია - იარაღის კოლექციონერი, ბიზნესმენი - კაცს, რომელიც აზერბაიჯანში ტახებზე სანადიროდ მიდიოდა, "ქართული ოცნება" აქციის შეიარაღებულ მონაწილედ ასაღებს. 

ლეშკაშელი რუსთაველის გამზირზე დააკავეს სწორედ იმ დღეს, როცა საპროტესტო აქციის 23 მონაწილე აიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, 62 წლის კაცი ჭანტურიას და რუსთაველის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - ეს იარაღი მას რეგისტრირებული ჰქონდა და ფლობდა ტარების უფლებასაც. ამის შემდეგ გაჩხრიკეს მისი სახლი ნიკოლაძის ქუჩასა და წავკისში და ამოიღეს 22 ცეცხლსასროლი იარაღი და 810 ვაზნა - ყველა იარაღი მის სახელზეა რეგისტრირებული. სანადირო თოფი კი, რომლის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, 62 წლის კაცის მამას გენერალ ვლადიმერ ლეშკაშელს ეკუთვნოდა.

სახელმწიფო ბრალდება ახლა ცდილობს ლეშკაშელის საქმე უწყვეტ პროტესტს დაუკავშიროს - ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა 62 წლის კაცი აქციების მონაწილე - თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ აქვთ და ვერ ამტკიცებენ, რომ ლეშკაშელი აქციაზე იდგა.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში