აქცია მელიქიშვილის გამზირზე - კალაძის შტაბთან საპოლიციო ძალები მოაბილიზეს

05.09.25 20:27
აქცია მელიქიშვილის გამზირზე - კალაძის შტაბთან საპოლიციო ძალები მოაბილიზეს

მელიქიშვილის გამზირზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზებაა. 

მოქალაქეებს საპროტესტო აქცია 20:00 საათზე ჰქონდათ დაანონსებული. აქციის მონაწილეებმა შეკრება ცოტა ხნის წინ დაიწყეს, თუმცა კახა კალაძის შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების მანქანები რამდენიმე საათით ადრე მოაბილიზეს. 

საპოლიციო ძალებმა კალაძის შტაბთან რკინის ჯებირები განალაგა. 

მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.