აქცია კახა კალაძის შტაბთან - გენო პეტრიაშვილმა მოქალაქეებს აგინა

05.09.25 20:38
აქცია კახა კალაძის შტაბთან - გენო პეტრიაშვილმა მოქალაქეებს აგინა

 

 

ივანიშვილის გუნდის წევრები აქციის მონაწილეებს "ოლე-ოლას" სიმღერის გამო დაუპირისპირდნენ. "ოცნების" წევრმა გენო პეტრიაშვილმა მოქალაქეები აგინა. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "რუსებო, რუსებო" და გენო პეტრიაშვილს ეკითხებიან ვინ დაიწყო 2008 წელს ომი. 

შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე აქცია 20:00 საათზე დააანონსა. კახა კალაძის შტაბთან საპოლიციო ძალები მოქალაქეების შეკრებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოჩნდნენ.