4 ოქტომბერი - დიდი პროტესტის დღე
4 ოქტომბრის მოძრაობას, ყოველ დღე სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, დღეს, საკუთარი განაცხადი, ხალხმა გააკეთა. ის ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანას არა ერთ პარტიული მმართველობა, არამედ ცვლილებები სჭირდება ქუჩაში გამოდის იგვეს სთხოვს სხვებსაც.
4 ოქტომბერი, შეხვედრის ადგილი რუსთაველის გამზირი. მიზანი პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნა ქვეყანაში. ხალხის ამ განაცხადს სინდისის პატიმრების ოჯახების ნაწილი უერთდება.
სინდისი პატიმრების ოჯახის წევრები 4 ოქტომბრისთვის ემზადებიან, ფიქრობენ, რომ როდესაც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება გაყალბების გამო შეუძლებელი ხდება ხალხი მოქმედებაზე უნდა გადავიდეს.
4 ოქტომბერს დაანოსნებულ საყოველთაო შეკრებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდობიანი რევოლუციის მომხრეები გარდამტეხი ცვლილებებისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის ემზადებიან.