დედოფლისწყაროში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3
დედოფლისწყაროში ავარიას 59 წლის კაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გამარჯვებასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ისინი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.