ნინო დათაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

06.09.25 16:34
ნინო დათაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

ნინო დათაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს, ის საზოგადოებას მოუწოდებს, გაერთიანდეს. სინდისის პატიმრის მიმართვის ადრესატია ასევე "ლელო - ძლიერი საქართველო", რომელსაც დათაშვილი მოუწოდებს უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. 

ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე, პატიმარი მოგმართავთ როგორც პოლიტპატიმრებს, ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე. გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას არჩევნებს, დაასრულეთ ეს მუხანათური მდგომარეობა საქართველოში," - ამბობს ნინო დათაშვილი. 

დათაშვილი ციხიდან მიმართავს საზოგადოებას, "ხალხო გამოდით ქუჩაში, ჩვენ გვაძლებინებს რუსთაველის გამზირზე მყოფი ადამიანების უწყვეტი პროტესტი" - ამბობს მიმართვაში დაკავებული მასწავლებელი და აღნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს ღალატს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით საჭიროა ხალხი იყოს ქუჩაში. 

რუსთაველის გამზირის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ გმირები და თქვენი დანახვა რუსთაველის გადაკეტილ გამზირზე გვაძლებინებს პროტესტის მონაწილეებს.  დანარჩენ საზოგადოებას - ხალხო, პირდაპირ ეთერში ღალატის აქტი ჩაიდინეს, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, მეტი რაღა უნდა გააკეთონ? გამოდით ქუჩაში, გამოდით," - ამბობს მიმართვაში დათაშვილი.