პროკურატურამ გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

06.09.25 16:43
პროკურატურამ გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ექიმი, გიორგი ახობაძის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახობაძის ადვოკატი, მარიამ მაძღარაშვილი წერს.

მისი ცნობით, საჩივარი პროკურატურამ, გუშინ, 5 სექტემბერს შეიტანა. 

გუშინ გიორგის საქმეზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პროკურორმა. 

ბრძოლა გრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

იქ შევხვდებით," - წერს მარიამ მაძღარიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა. მალევე პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებდნენ.