ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც კალაძის შტაბს აქციის მონაწილეებისგან იცავდა და უხამსი ჟესტებით მიმართავდა

07.09.25 12:14
ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც კალაძის შტაბს აქციის მონაწილეებისგან იცავდა და უხამსი ჟესტებით მიმართავდა

ახალგაზრდა, რომელიც კალაძის შტაბს აქციის მონაწილეებისგან ხან უხამსი ჟესტებით და ხანაც პირჯვრის გადასახვით იცავს, ფონდ "იავნანას" ბენეფიციარია. სოციალურ ქსელში მოქალაქეები 2019 წლის ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ლუკა გოდიშვილი პაატა ბურჭულაძესთან ერთაა ასახული. საქველმოქმედო ფონდი 6 წლის წინ წერდა, რომ გოდიშვილს სწავლა და ახალი თავშესაფარი დაუფინანსდა.

ამის მიუხედავად, ახალგზარდა, რომელსაც სახელმწიფოს ნაცვლად გვერდში სწორედ პროევროპული მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და მისი გუნდი ედგა, დღეს უკვე "ქართული ოცნების" ამომრჩეველია.  

ლუკა ჩვენს ცხოვრებაში რომ გამოჩნდა, იყო ძალიან პატარა. მან წერილი გამოუგზავნა ფონდ "იავნანას", რომ ოცნება ჰქონდა, ჰქონოდა ვიოლინო და მუსიკით იყო დაინტერესებული ძალიან და ამიტომაც ჩვენთვის გახდა ძალიან ძვირფასი. ეს ვიოლინო ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა ამს გადასცა საჩუქრად. შემდეგ უკვე, წლების მერე, მან დაუკრა რომელირაც კაფეში და ნიკოლოზ რაჭველმა გამომიგზავნა ეს ვიდეო, რომ აი, ეს ბავშვი უკრავს, რომელსაც არ აქვს პიანინო. თქვენ იცით, როგორი იყო ფონდი "იავნანა", როგორი სიკეთის დღესასწაული იყო და რამდენ ადამიანს აერთიანებდა და ასე თუ ვნახავდით რომელიმე გაჭირვებულ ბავშვს, ჩვენი შემოქმედებითი სამეგობრო გვიგზავნიდა ვიდეოს, ვის რა უჭირს. ერთ-ერთი ასეთი ბავში იყო ლუკა, - ამბობს "იავნანას" წარმოამდგენელი.