არ გავჩერდებით! - სინდისის პატიმრების მშობლები დღეს გაზეთებს გორში დაარიგებენ
"თავისუფლების ხმა ციხიდან" - სინდისის პატიმრების წერილები დღეს გორში დარიგდება. დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები დიდუბის მეტროდან უკვე დაიძრნენ.
საპროტესტო გზავნილებით გორში ჩადიან სამოქალაქო აქტივისტებიც. ისინი გეგმავენ, ადგილობრივებს მოუყვნენ, რის გამო გამოკეტეს რეალურად აქციის მონაწილეები ციხეში.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და აქტივისტები ყურადღებას 4 ოქტომბრის აქიის მნიშველობაზეც გაამახვილებენ.
დამთავრდა ეს ტანჯვა, სასამართლოები მორჩა. ამიტომ, მე ვთქვი და ვიქნები კიდევ უფრო ძლიერი. დღეს მივდივართ ჩვენ ნაომარ ქალაქში. ვნახავთ რა სიტუაცია იქნება. შევეცდებით, რომ ისინი გადმოვიყვანოთ ჩვენს მხარეს და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა 4 ოქტომბერს პროტესტში. ეს პროტესტი იქნება მშიდობიანი და იქნება დროშების რევოლუცია, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.
ისევ და ისევ გავდივართ რეგიონებში. როგორც ნათქვამი მქონდა, არც გავჩერდებით, ვივლით ყველგან, ჩვენს ხმას მივაწვდენთ ყველას. 4 ოქტომბერს ერთიანად უნდა ვიდგეთ რუსთაველზე სულ ყველა - დიდი და პატარა. არავის გვაქვს დრო შეყოვნების, გაჩერების, იმიტომ, რომ მივედით უკვე დაღუპვის და დაკნინების გზაზე. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს პოლიტპატიმრებს!, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.