"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა გორის ციხესთან საპროტესტო ბანერი გაშალეს

07.09.25 14:26
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა გორის ციხესთან საპროტესტო ბანერი გაშალეს

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! უშენოდა არ გამოვა!" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა გორის ციხესთან საპროტესტო ბანერი გაშალეს. ამ ფორმით მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "ოცნების" პოლიტიკა, რომელმაც უდანაშაულო ახალაგზრდები ციხეში გამოკეტა. 

თავდაპირველად დაცვის სამსახური მათ პლაკატის გაშლის საშუალებას არ აძლევდნა, თუმცა მშობლებმა მისი გაშლა მაინც მოახერხეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გორში საპროტესტო გზავნილებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და აქტივისტები ჩავიდნენ. მათ მოქალაქეებს ის გაზეთები დაურიგეს, სადაც მათი შვილების წერილებია დაბეჭდილი. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში რეალურად. 

ამასთან, მშბლები ყურადღებას 4 ოქტომბრის აქციის მნიშვნელობაზეც ამახვილებენ და ამბობენ, რომ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იდგეს.

"ჩვენ არ გავჩერდებით!" - აცხადებენ სინდისის პატიმროს ოჯახის წევრები და "ოცნების" წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.