სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვიქტორ სანიკიძემ რიგაში ჩასვლა ვერ შეძლო, არ დადასტურდა
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სანქცირების მიუხედავად, ლატვიაში საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ იმედი" ავრცელებს.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანიკიძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გამო, ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებდა.