მცხეთა-მთიანითის რწმუნებულის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - რა თქა გიორგი კაპანაძემ პროცესზე

07.09.25 17:24
მცხეთა-მთიანითის რწმუნებულის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - რა თქა გიორგი კაპანაძემ პროცესზე

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიორგი კაპანაძე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე და მართმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რისკი, რაც სასამართლომ სრულად გაითვალისწინა. 

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მზად იყო, გირაო გადაეხადა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გიორგი კაპანაძე დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ აქვს დიაბეტის მძიმე ფორმა და მისთვის სააპატიმროში ყოფნა არ შეიძლება.

ამასთან, კაპანაძემ პროკურატურის ბრალდებები უარყო. 

"გავები არიფულად, არანაირი ადრესატი ამ საქმეს არ ჰყოლია," - თქვა მან პროცესზე. 

კაპანაძემ დაადასტურა, რომ მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, თუმცა მისივე მტკიცებით, მას მეორე მხარესთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია, რომ კონკრეტულ მიწას სტატუსს შეუცვლიდა. 

არ მქონია კორუფციის ჩადენის განზრახვა. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ მაკლერი ზურა მოვიდა ჩემთან, შენს მეგობარს რომ ჰქონდა ნაკვეთი ისევ თუ იყიდებაო? დავურეკე ჯონდოს, ჩემს მეგობარს, კლიენტი არსებობს, ხომ არ გაგიყიდია-თქო? არაო, ფასი 40$. მაკლერმა მითხრა, რომ უცხოელი კლიენტი ჰყავს, მაგრამ უნდა სტატუსის შეცვლა. ზურას ჰქონდა კონტაქტი ამ უცხოელთან და მან უთხრა ეს ფასების და სტატუსის ცვლილებაზეც ის ესაუბრა. მე არაფერი მითქვამს. ჩემი პირადი ინტერესი ამ საქმეში არ ყოფილა. მხოლოდ მსურდა, ძმაკაცს გაეყიდა მიწის ნაკვეთი. გავები არიფულად, არანაირი ადრესატი არ ჰყოლია ამ ფულს, - თქვა სხდომაზე კაპანძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი კაპანაძე დააკავეს. 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების   სტატუსზე გადაყვანას შეპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოთხოვა, საიდანაც  ნაწილი  80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.