სანდრო წივწივაძის ადვოკატი: 2019 წლის ვიდეომასალას ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს

07.09.25 18:00
სანდრო წივწივაძის ადვოკატი: 2019 წლის ვიდეომასალას ჯანგველაძის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლოში წარდგენილი 2019 წლის ვიდეომტკიცებულებები დანაშაულთან კავშირში არ არის.

საქმის მასალებში დევს ვიდეო, სადაც სანდრო წივწივაძე ჯოხაძესთან და საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჩანს და საუბარი იარაღებს ეხება.  ვიდეო 2019 წლით თარიღდება. 

სანდრო წივწივაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განმარტა, რომ ჩანაწერები მხოლოდ „ფონის შესაქმნელად“ გამოიყენება და არ ადასტურებს ბრალდების ვერსიას.

ადვოკატის თქმით, ის ფაქტი, რომ გიორგი ჯოხაძე შესაძლოა შეხვედროდა დავით მიქაძეს, დანაშაულთან კავშირს ვერ ამტკიცებს, რადგან მათ შორის ხანგრძლივი ნაცნობობა არსებობდა.

ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა ამ მკვლელობასთან მიმართებაში 7 წლის წინანდელ ვიდეომასალას. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის ვიდეომასალა უდევს ბრალდების მხარეს მტკიცებულებად, რათა შექმნას ფონი და გაამყაროს ის ვერსია, რომ თითქოსდა ეს ვიდეომასალა უკავშირდება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას.

რა თქმა უნდა, მას არანაირი კავშირი არ აქვს მოცემულ დანაშაულთან და რასაც აუცილებლად, ჩვენ, დაცვის მხარე ყველა კნაონიერ ხერხს და ღონეს ვიხმართ, რომ დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა სასამართლოში არსებითი განხლვის დროს. 

ის ფაქტი, რომ გიორგი ჯოხხაძე შესაძლებელია შეხვედროდა, თუნდაც, პირობითად ვამბობ, დავით მიქაძეს, რა შემხებლობა აქვს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით? მათ აკავშირებით ძალიან დიდხნიანი ნაცნობობა, ძალიან დიდხნიანი ურთიერთობა და ლოგიკურია, რომ ძალიან ბევრჯერ შესაძლოა, შეხვედროდა დავით ან გიორგი მიქაძეს გიორგი ჯოხაძე. ამით რა დასტურდება?, - ამბობს ლიკა ბითაძე. 

სანდრო წივწივაძეს გამოძიება იარაღის უკანონო გასაღებას ედავება.