ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფარცხალაძის გვარი ოფიციალურად გაჩნდა - რას ითხოვს ოპოზიცია
ოპოზიცია მწვავედ ეხმაურება „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტურ გამოძიებებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები "ოცნების" ოპონენტებს უჩენს ეჭვს, რომ დაქირავებულ ქილერს ანგარიშსწორების შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტია მიეცა.
კადრებში, რომლებიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ჩანს, რომ მკვლელობის შემდეგ ქილერი, რომელიც თბილისიდან წავიდა, რამდენიმე დღეში დაბრუნდა და პროკურატურის გვერდით მდებარე სასტუმროში თავისუფლად გადაადგილდებოდა.
საქმე მას შემდეგ აყირავდა, რაც პოსტებიდან შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მოხსნეს. ამის შემდეგ შეიცვალა კვალიფიკაცია და დაიწყო დაკავებების სერია. მკვლელობიდან ექვს თვეში შსს-ს გამომძიებელმა რომიკო გოგიაშვილმა ზემდგომებს აცნობა, რომ ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფებამ 15 თებერვალს ქილერს შეხვედრა მოუწყო და მაშინ დაიგეგმა ჯანგველაძის მკვლელობა.
ოპერატიულ პატაკში აღნიშნულია, რომ ფარცხალაძის დაჯგუფებაში შედიოდნენ ძმები მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე და გიორგი კაჭკაჭიშვილი - ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენად ჰყავდა და ფაქტობრივად, ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.