„გავები არიფულად“ - რას ამტკიცებდა ქრთამის აღებაში ბრალდებული „ოცნების“ წევრი პროცესზე

07.09.25 20:29
„გავები არიფულად“ - რას ამტკიცებდა ქრთამის აღებაში ბრალდებული „ოცნების“ წევრი პროცესზე

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძის საქმეში ფარული აუდიოჩანაწერი ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებაა. ბრალდების მხარის განცხადებით, მასალაში ისმის, როგორ ჰპირდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის სტატუსის შეცვლას 400 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

სასამართლო პროცესზე თავად კაპანაძემ ბრალდება უარყო და ამტკიცებდა, რომ კორუფციის განზრახვა არ ჰქონია და თავად არის „მსხვერპლი“. მისი თქმით, მიწის გასხვისების პროცესში მონაწილეობდა, თუმცა სტატუსის შეცვლაზე დაპირება არასდროს გაუცია.

დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს და პატიმრობაში ყოფნა არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მოსამართლე დავით კურტანიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პატიმრობაში დატოვა.

ვრცლად ნახთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.